Posts

Showing posts from September, 2022
Image
  #ჩვენვირჩევთმშვიდობას არ არსებობს არანაირი გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონა გზაა – აბრაჰამ იოანეს მუსტე თუ დღეს ჩვენ არ გვაქვს მშვიდობა, ეს იმას ნიშნავს, ადამიანებს არ ახსოვთ, რომ ერთმანეთს ეკუთვნიან – დედა ტერეზა არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, თავადმშვიდობა არის გზა – მაჰათმაგანდი მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული – ვ. ჰიუგო მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა, 20 წლის შემდეგ კი ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო და ამით 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად გამოცხადდა კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მშვიდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა.
Image
  "ნებისმიერი სახელმწიფოს საძირკველი მისი ახალგაზრდობის განათლებაა." დიოგენე 12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა. ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორ მოითხოვს ნებისმიერი ქვეყნის განვითარება ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში გვინდა წინსვლა, ტექნიკური, სპორტული ,კულტურული თუ განათლება ახალგაზრდობაა საჭირო. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს ამ როლის სწორად შესრულებაში. ჩვენი უფროსების ვალდებულებაა ,ყველა ახალგაზრდას გავაცნობიერებინოთ მათი ძალა და როლი, რომელიც მათ უნდა შეასრულონ ერის მშენებლობაში. არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის მიღწევაში. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ავუმაღლოთ ცნობიერების დონე ისეთ აქტუალურ საკითხებზე ,როგორიცაა აქტიური მოქალაქეობა ,მოხალისეობა ,მონაწილეობა ,გენდერული თანასწორობა ,ადამიანის უფლებები ,პროფორიენტაცია და სხვა. მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ, რომ წაახალისონ ჩვენი ახალგაზრდობა ყველა სფეროში უკ...